1860

ფილმის აღწერა

  • წელი: 1934
  • ხანგრძლივობა: 80 წუთი
  • ქვეყანა: იტალია
  • ჟანრი: დრამა
  • რეჟისორი: ალესანდრო ბლასეტი
  • პროდიუსერი: ემილიო ჩეკი,
  • სცენარისტი: ემილიო ჩეკი, ჯინო მაცუკკი, ალესანდრო ბლაზეტი
  • ოპერატორი: ანჩიზე ბრიზი, ჯულიო დე ლუკა
  • მსახიობები: ჯუზეპე გულინო, აიდა ბელია, ჯანფრანკო ჯაჩეტი, მარიო ფერარი

ფილმი მიიჩნევა “იტალიური ნეორეალიზმის“ წინამორბედად, ის ძირითადად ნატურაზეა გადაღებული და სიუჟეტი მოგვითხრობს სიცილიური პარტიზანული მოძრაობის შესახებ,  როცა პარტიზანი გლეხი ცდილობს მიაღწიოს გარიბალდის შტაბ-ბინას ჩრდილოეთ იტალიაში და გადაარჩინოს ალყაში მოქცეული მიწის ნაწილი. გზაში გმირი-გლეხი ხვდება იტალიელებს, რომლებიც განსხვავდებიან კლასითა და ასაკით, აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ფილმი მთავრდება ბრძოლის ველზე, რითაც იტალიის გაერთიანება სასტიკი დანაკარგების მიუხედავად წარმატებით დასრულდა.