2022-2023 წელს ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის "ისტორია-კინო-ისტორია" შეფასებას. პროექტის მონაწილე მასწავლებლების/კინოსპეციალისტის და მოსწავლეების გამოცდილებების, მოსაზრებებისა თუ დამოკიდებულებების შესასწავლად შემუშავდა ონლაინ კითხვარი, რომელიც პროექტში ჩართულ ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლებს გაეგზავნათ.