XX საუკუნის ევროპის ისტორიის შესწავლის მიზნით, გთავაზობთ კინოს გამოყენებას. საქართველოს, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და სერბეთის ისტორიიდან შეირჩა ათი მნიშვნელოვანი მოვლენა და ფილმი, რომელიც შერჩეული თემის შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა. ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ვიდეო გაკვეთილს, საარქივო მასალას, საინტერესო ფოტო და ვიდეო რესურსებს და ქვიზს.
კინემატოგრაფია, როგორც ხელოვნება, XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქ გაეცნობით საქართველოს, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და სერბეთის კინოს ისტორიას. XX საუკუნის ყოველი ათწლეულის შესახებ სპეციალურად შექმნილი ვიდეოგაკვეთილები მოგაწვდით მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას. გარდა ამისა, თქვენ ნახავთ თითოეული დეკადისთვის მომზადებულ დავალებებს და ქვიზს.