ფილმის აღწერა
- წელი: 1981
- ხანგრძლივობა: 124 წუთი
- ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- ჟანრი: ისტორიული/ ბიოგრაფიული
- რეჟისორი: ჰიუ ჰადსონი
- სცენარისტი: კოლინ ველანდი
- ოპერატორი: დევიდ უოტკინი
- მსახიობები: ბენ კროსი, იან ჩარლსონი, ნაიჯელ ჰეივერსი, შერილ ქემფბელი, ელის კრიგი, ლინდსი ანდერსონი, დენის კრისტოფერი, ნაიჯელ დევენპორტი, ბრედ დევისი, პიტერ ეგანი, ჯონ გილგუდი, იან ჰოლმი, პატრიკ მაგი
პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. ჰაროლდ აბრაამსი და ერიკ ლიდელი ნიჭიერი მორბენლები არიან. ფილმში ჩანს, როგორ განსხვავებულად მოქმედებს მოახლოებული შეჯიბრი მათ ცხოვრებაზე. ლიტველი ებრაელის შვილი, ჰეროლლდი, რომელიც კემბრიჯში პრივილეგირებულად ცხოვრობს, ამ შეჯიბრს და თავის სისწრაფეს იმ სირთულეების გადასაფარად იყენებს, რომელსაც ებრაელობისს გამო აწყდება. როგორც ამბობს, ხშირად ეპატიჟებიან წვეულებაზე, მაგრამ არ აქვს დალევის უფლება. მისი სპორტული ნიჭით სტუდენტების, მასსავით მორბენლებისა და კოლეჯის ადმინისტრაციისგან პატივისცემას იმსახურებს. ქრისტიანი მისიონერის ვაჟი, ჩინეთში დაბადებული შოტლანდიელი ერიკი ეკლესიის თავდადებული მრევლია, რომელსაც მისიონერულ სამუშაოზე დაბრუნება უნდა. სირბილის ნიჭს ის უფლის საჩუქრად თვლის და ფიქრობს, რომ ამიტომაც, ეს სწორედ რელიგიის გასავრცელებლად უნდა გამოიყენოს. ამ მოსაზრებას მისი და, ჯენი ლიდელი არ იზიარებს და თვლის, რომ სირბილი უფლის სამსახურში მეტი დროის გატარებას უშლის. მათი გზები 1924 წლის პარიზის ოლიმპიურ ჩემპიონატზე გადაიკვეთება. თუ არ ჩავთვლით, რომ ფილმი ამერიკელ ჩარლზ პედოკსა და ჯეკსონ შოლცს ეძღვნება, ფილმში, ჰეროლდსა და ერიკის ურთიერთობების მაგალითზე, სხვა პრობლემებსაც ვხვდებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ერიკის ქრისტიანული რწმენის შელახვაზე მიდგება.