ფილმის აღწერა
- წელი: 1912
- ხანგრძლივობა: 44 წუთი
- ქვეყანა: საქართველო
- ჟანრი: დოკუმენტური
- რეჟისორი: ვასილ ამაშუკელი
- სცენარისტი: ვასილ ამაშუკელი
- ოპერატორი: ვასილ ამაშუკელი
ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკმენტური სურათი შექმნა - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“. ფილმში ასახულია ქართველი მწერლისა და პოეტის მოგზაურობა 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე რაჭა-ლეჩხუმის მხარეში. რეჟისორმა ფილმში რეალური ადამიანების გათამაშებული სიუჟეტები წარმოგვიდგინა, გულწრფელი და ნამდვილი ემოციებით, ეს არის ფილმი, რომელმაც კონკრეტული დრო შეინახა: იმერეთის მთიან მხარეში ხალხის ყოფა, ტრადიცია, წეს-ჩვეულებები.. სწორედ ამიტომ ფილმი არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. მისი პრემიერა ქუთაისში კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა. ამ ფილმით იწყება ქართული კინოს ისტორია.