ფილმის აღწერა
- წელი: 1905
- ხანგრძლივობა: 10 წუთი
- ქვეყანა: იტალია
- ჟანრი: ისტორიული
- რეჟისორი: ფილოტეო ალბერინი
- პროდიუსერი: ნუნციო მორინი
- სცენარისტი: გულტიერო ფაბბრი
- ოპერატორი: ამედეო ტურელო
- მსახიობები: უბალდო მარია დელ კოლე, კარლო როსასპინა
ეს არის იტალიაში პირველად საჯაროდ ნაჩვენები კინოფილმი, რომელიც 1905 წლის 20 სექტემბერს, პორტა პიას აღების წლისთავის დღეს გაიმართა. ფილმი ასახავს ბოლო მოვლენებს, რამაც გამოიწვია იტალიის გაერთიანება 1870 წლის სექტემბერში. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა პიუს IX-მ უარი თქვა მეფე ვიქტორ ემანუელ II-ის მოთხოვნაზე დაეთმო ახალი იტალიის სამეფოსთვის, ამ უკანასკნელმა თავისი ჯარი გაგზავნა რომის დაკავებლად. ალყაში მოქცეულმა გენერალმა ჰერმან კანცლერმა უარი თქვა დანებებაზე. 20 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სამსაათიანი ქვემეხების შეტავა დასრულდა ბერსალიერი შევიდა რომში და პიუს IX-მ გენერალ კანცლერს უბრძანა თეთრი დროშა აღემართა წმინდა პეტრეს ბაზილიკის გუმბათზე. ფილმი სრულდება იტალიის დამოუკიდებლობის გმირების ჩვენებით.