მაგდანას ლურჯა

ფილმის აღწერა

  • წელი: 1955
  • ხანგრძლივობა: 71 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • ჟანრი: მხატვრული
  • რეჟისორი: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე
  • მხატვარი: იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
  • სცენარისტი: კარლო გოგოძე
  • ოპერატორი: ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი
  • მსახიობები: დუდუხანა წეროძე, ლიანა მოისწრაფიშვილი, როლანდ (მიხო) ბორაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, აკაკი (კაკო) კვანტალიანი, ალექსანდრე ომიაძე, აკაკი ვასაძე, კარლო საკანდელიძე, ალექსანდრე თაყაიშვილი, სტეფანე გრიქუროვი, დოდო აბაშიძე, ცაცა ამირეჯიბი

ქვრივი მაგდანას შვილები მიხო და კატო გზაზე მომაკვდავ ვირს პოულობენ. მას მოიშინაურებენ, მოუვლიან და „ლურჯას“ დაარქმევენ. ვირმა მრავალშვილიანი მაგდანას შრომა უფრო მარტივი გახადა. მისი დახმარებით მაგდანა ქალაქში რძეს და მაწონს დაატარებდა. ოჯახის ბედნიერი ყოფა, დროებითი აღმოჩნდა. ვაჭარმა მიტუამ თავისი გზად დაგდებული და მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოითხოვა.სასამართლო მოისყიდა და ქვრივი მაგდანას ოჯახს „ლურჯა“ წაართვა.