ფილმის აღწერა
- წელი: 1936
- ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- ჟანრი: დოკუმენტური
- რეჟისორი: ჰარი უოთი, ბეიზილ ვრაითი
- სცენარისტი: დაბლიუ. ეიჩ. ოუდენი
ფილმი 30-იან წლებში, მატარებლით ფოსტის დარიგებას ეხება და კონკრეტულად საფოსტო მატარრებელზეა გადაღებული. ეს ღამის მატარებელი ლონდონის ჰიუსტონის სადგურიდან შოტლანდიაში გლასგოუს, ედინბურგისა და აბერდინის გავლით მოძრაობდა. ფილმში გვხვდება ექსტერიერში გადაღებული ზედხედები და ასევე, სტუდიაში გადაღებული იდენტური ინტერიერები და აღწერილია ფოსტაში მომუშავეთა როლი გზავნილების დარიგებაში.