ფილმის აღწერა
- წელი: 1988
- ხანგრძლივობა: 155 წუთი
- ქვეყანა: იტალია
- ჟანრი: მხატვრული/დრამა
- რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე
- პროდიუსერი: ფრანკო კრისტალდი, ჯოვანა რომანიოლი
- სცენარისტი: ჯუზეპე ტორნატორე
- ოპერატორი: ბლასკო ჯიურატო
- მსახიობები: ჟაკ პერინი, ფილიპ ნუარე,
რეჟისორი იხსენებს ბავშვობას, როდესაც მას შეუყვარდა კინემეტოგრაფი და დაუმეგობრდა სოფელში კინოთეატრის კინომექანიკოსს. ფილმის მოვლენები იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიცილიაში, პროვინციულ ქალაქ ჯანკალდოში. 6 წლის სალვატორეს(ტოტო) უყვარს ფილმების ყურება ახლახან გახსნილ კინოთეატრ პარადიზოში.
წლები გადის. პირველი და ერთადერთი სიყვარულის დაკარგვის შემდეგ, ის რომში გაემგზავრა, სადაც წარმატებული კინორეჟისორი ხდება. ათწლეულების შემდეგ სალვატორი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და დაესწრება კინომექანიკოსის დაკრძალვას, პატივს სცემს ალფრედოს ხსოვნას. ქალაქი შეცვლილი ხვდება, კინოთეატრი დაკეტილია. სალვატორი ისევ ხვდება ელენას, შვილებით დაქორწინებულს, მაგრამ მათი ისტორია თავიდან ვერ დაიწყება, თუნდაც ელენა მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყოს.