ფილმის აღწერა
- წელი: 1969
- ხანგრძლივობა: 86 წუთი
- ქვეყანა: საქართველო
- ჟანრი: მხატვრული
- რეჟისორი: გიორგი შენგელაია
- მხატვარი: ავთო ვარაზი, ვასილ არაბიძე
- სცენარისტი: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია
- ოპერატორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კონსტანტინ აპრიატინი, დუდარ მარგიევი
- მსახიობები: ავთო ვარაზი, დოდო აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ბორის წიფურია, თეიმურაზ ბერიძე, შოთა დაუშვილი, მარგო გვარამაძე, ნინო სეთურიძე, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
კახეთის სოფელ მირზაანიდან თბილისში ჩამოდის ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი - „ფიროსმანი“. თავდაპირველად ის მატარებლის გამყოლად მუშაობს და დუქანს ხსნის, წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ, დუქნების მოხატვას იწყებს. ცალმხრივად უყვარდება კაფე-შანტანის მოცეკვავე ქალი-მარგალიტა. უიმედო სიყვარულს პროფესიულ სფეროში წარუმატებლობაც ემატება, ფიროსმანის თანამედროვე მხატვრები მის შემოქმედებას არ აღიარებენ და გაზეთში ნიკალას კარიკატურას აქვეყნებენ. ყველასგან უარყოფილი ფიროსმანი მარტოობაში იღუპება.
კადრი ფილმიდან ალავერდობა
კადრი ფილმიდან დიდი მწვანე ველი
კადრი ფილმიდან ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
ფილმის გადაღების დროს
ფილმის პორსტერი
ვიდეო გაკვეთილის ტექსტი