ფილმის აღწერა
- წელი: 1918
- ხანგრძლივობა: 8 წუთი
- ქვეყანა: იტალია
- რეჟისორი: ლუკა კომერიო
პროპაგანდისტული ფილმი პირველი მსოფლიო ომისთვის სესხის გაფორმების შესახებ. ომის ეკონომიკაზე გადასვლამ განაპირობა პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტის აკრძალვა და მოსახლეობის იძულება მოხმარების შემცირებისკენ. ამ კონტექსტში, იტალიის სახელმწიფომ გააფორმა პირველი ეროვნული სესხი, რასაც მოჰყვა კიდევ ხუთი სესხი, იტალიის ომში შესვლიდან 1915 წლის მაისიდან 1918 წლამდე, უკანასკნელი უკვე მიმართული იყო ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. მოსახლეობაში კრედიტის წარმატებით განთავსების მიზნით, დაიწყო დიდი პროპაგანდისტული კომპანია, რაც ეყრდნობოდა პატრიოტულ სენტიმენტებს და სესხების ეკონომიკურ სარგებელს: - გული და საფულე - შერწყმული უდიდესი ეფექტის მისაღებად.
პლაკატები, სპექტაკლები, ღია ბარათები, კალენდრები, რეკლამები, საფოსტო მარკები, ბროშურები, გარე ქორეოგრაფიები იყო ყველა ის სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლიც გამოიყენებოდა პროპაგანდისტული გზავნილებისთვის. განსაკუთრებული და ფართო გამოყენება ჰპოვა ილუსტრირებულმა ღია ბარათებმა, რომლებიც ასახავდნენ სურათებს და ლოზუნგებს სესხების კამპანიის შესახებ. ისინი დიდი რაოდენობით დაურიგეს ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს, რომლებიც როგორც საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას იყენებდნენ.