შერეკილები

ფილმის აღწერა

  • წელი: 1974
  • ხანგრძლივობა: 80 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • რეჟისორი: ელდარ შენგელაია
  • მხატვარი: რევაზ მირზაშვილი, თენგიზ მირზაშვილი
  • სცენარისტი: რეზო გაბრიაძე
  • ოპერატორი: გენო ჩირაძე
  • მსახიობები: ვასილ ჩხაიძე, დათო ჟღენტი, არიადნა შენგელაია, ბორის წიფურია, აბრეკ ფხალაძე, მერაბ ელიოზაშვილი, აკაკი (კაკო) ბაქრაძე, გრიგოლ ტყაბლაძე, იოსებ (სოსო) დაინდრავა

მამის გარდაცვალების შემდეგ ერთაოზი ბედის საძებნელად ქალაქში მიდის, სადაც მშვენიერ მარგალიტას გაიცნობს. ქალი, ქმრის სამსახურში ყოფნის პერიოდში სახლში თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. შეყვარებული ერთაოზი მარგალიტას ციხის უფროსისგან თავის დაღწევაში ეხმარება, ამის გამო ერთაოზს დაიჭერენ. ციხეში ახალგაზრდა კაცი  პატიმარ ქრისტეფორეს გაიცნობს, მოხუცს, რომელსაც საფრენი აპარატის შექმნის იდეა არ ასვენებს. „შერეკილები“- ერთაოზი და ქრისტეფორე საპყრობილიდან გაიქცევიან, ყველას გასაკვირად აპარატს აამუშავებენ და ცაში აფრინდებიან.