ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ფილმის აღწერა

  • წელი: 1903
  • ხანგრძლივობა: 8 წუთი
  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • ჟანრი: ფანტასტიკა
  • რეჟისორი: სესილ ჰეფუორთი, პერსი სთოუ
  • სცენარისტი: ლუის ქეროლი, სესილ ემ. ჰეფუორთი
  • ოპერატორი: სესილ ემ. ჰეფუორსი
  • მსახიობები: მეი კლარკი, სესილ ჰეფუორთი, ნორმან უიტენი. ოპერატორი სესილ ემ. ჰეფუორსი

ბაღში ჩაძინებულ ალისას ჟილლეტში გამოწყობილი კურდღელი გაარვიძებს, რომელსაც ჯიბის საათი უდევს. გოგონა კურდღელს ხვრელამდე გაჰყვება და იქ უამრრავ კარს აღმოაჩენს. გსაღებით პატარა კარს აღებს და ბაღში აღმოჩნდება, სადაც მას ძაღლი ელოდება. მოგვიანებით, კურდღლის სახლში, ალისას თავის სიმაღლის გამო პრობლემები ექმნება. გოგო ცდილობს, ძიძას ბავშვის დამშვიდებაში დაეხმაროს, შემდეგ, კატა ჩაის წვეულებაზე მიიპატიჟებს, სადაც შეშლილ მექუდესა და ბოცვერს გაიცნობს. წვეულებიდან გაგდებული ალისა, სამეფო კარის ცერემონიაზე აღმოჩნდება, სადაც ბანქოს გულის დედოფალს ბანქოს მთელი ჯარი მოყვება. დედოფალი ალისას სიკვდილით დასჯას მოითხოვს და გოგონას, სიცოცხლის გადარჩენისთვის, გაქცევა უწევს.