აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ფილმის აღწერა

  • წელი: 1912
  • ხანგრძლივობა: 44 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • ჟანრი: დოკუმენტური
  • რეჟისორი: ვასილ ამაშუკელი
  • სცენარისტი: ვასილ ამაშუკელი
  • ოპერატორი: ვასილ ამაშუკელი

ვასილ ამაშუკელმა 1912 წელს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკმენტური სურათი შექმნა - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში“. ფილმში  ასახულია ქართველი მწერლისა და პოეტის  მოგზაურობა 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე რაჭა-ლეჩხუმის მხარეში. რეჟისორმა ფილმში რეალური ადამიანების გათამაშებული სიუჟეტები წარმოგვიდგინა, გულწრფელი და ნამდვილი ემოციებით, ეს არის ფილმი, რომელმაც  კონკრეტული დრო შეინახა: იმერეთის მთიან მხარეში ხალხის ყოფა, ტრადიცია, წეს-ჩვეულებები.. სწორედ ამიტომ ფილმი არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. მისი პრემიერა ქუთაისში კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა. ამ ფილმით იწყება ქართული კინოს ისტორია.