შანტაჟი

ფილმის აღწერა

  • წელი: 1929
  • ხანგრძლივობა: 85 წუთი
  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • ჟანრი: დრამა
  • რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი
  • სცენარისტი: ალფრედ ჰიჩკოკი, ბენ დაბლიუ ლევი
  • ოპერატორი: ჯეკ ი. კოქსი
  • მსახიობები: Anny Ondra, John Longden, Cyril Ritchard

ელის უაითი 192-იანი წლების ლონდონის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის შვილია. მისი შეყვარებული, ფრრენკ ვებერი სკოტლანდ იარდის გამომძიებელია, რომელსაც სამსახური უფრო აინტერესებს, ვიდრე ელისი. ერთ საღამოს, ფრენკი ელისს რესტორანში დაპატიჟებს, მაგრამ ქალი მალულად სხვა მამაკაცს შეხვდება.  ვახშმის შემდეგ, ელისი კაცს სახლში, მისი სტუდიოსს სანახავად გაჰყვება. კაცი ელისის გაუპატიურებას დააპირებს, რა დროსაც, თავდაცვის მიზნით, ელისი მას პურის დანით მოკლავს. გვამს აღმოაჩენენ და საქმის გამოძიებას ფრენკს ავალებენ. მალევე გაიგებს, რომ მკვლელი ელისია. ამას კიდევ ერთი ადამიანიც გაიგებს და შანტაჟიც იწყება.