მეფე პეტარ პირველის კორონაცია

ფილმის აღწერა

  • წელი: 1904
  • ხანგრძლივობა: 54 წუთი
  • ქვეყანა: სერბეთი
  • ჟანრი: დოკუმენტური
  • ოპერატორი: ფრენკ მოტერშოუ

1903 წლის ივნისში (იმ დროისთვის ჯერ კიდევ ძველი კალენდრით 29 მაისს), მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი და დედოფალი დრაგა მაშინი ბელგრადში დახოცეს. სამეფო ტახტი კარადიორდიევიჩების დინასტიას გადაეცა და 1904 წლის სექტემბერში, ახალი მეფე, პეტარ I კარადიორდიევიჩი მეფედ აკურთხეს. კორონაციაზე ბელგრადში უცხოელი სტუმრებიც მოიწვიეს, მაგრამ ევროპიდან (მონტენეგროს გარდა) წარმომადგენლობა არ ჩამოსულა, რადგან სერბეთს, 1903 წელს, სამეფო ოჯახის დახოცვის გამო, სანქციები დაუწესეს. ბელგრადში კორონაციის აღსანიშნავად დელეგაციები მთელი სერბეთის სამეფოდან ჩავიდა, მათ შორის, რამდენიმე უცხოელი სტუმარიც იმყოფებოდა.