მონანიება

ფილმის აღწერა

  • წელი: 1984
  • ხანგრძლივობა: 156 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • ჟანრი: მხატვრული
  • რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
  • მხატვარი: გოგი მიქელაძე
  • სცენარისტი: თენგიზ აბულაძე,ნანა ჯანელიძე, რეზო კვესელავა
  • ოპერატორი: მიხეილ აგრანიჩოვი
  • მსახიობები: ავთანდილ მახარაძე, ია ნინიძე, მერაბ ნინიძე, ზეინაბ ბოცვაძე, ქეთევან აბულაძე, დავით გიორგობიანი, კახი კავსაძე, ნინო ზაქარიაძე, ნატო ოჩიგავა, დავით ქემხაძე, ვერიკო ანჯაფარიძე.

საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხის ქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო ხალხს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი ქეთევან ბარათელი შურისძიებას გადაწყვეტს და  მკვდარ ვარლამს საფლავიდან ამოთხრის. სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა ქალი ვარლამის ბნელ წარსულს ხდის ფარდას. წინაპრის მიერ  განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილ თორნიკეს,  მამასთან მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანს. სასოწარკვეთილი ახალგაზრდა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და თავს იკლავს.

ვიდეო გაკვეთილი