ფილმის აღწერა
- წელი: 1946
- ხანგრძლივობა: 116 წუთი
- ქვეყანა: საქართველო
- ჟანრი: მხატვრული, ისტორიულ-რევოლუციური
- რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
- მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
- სცენარისტი: პეტრე პავლენკო, მიხეილ ჭიაურელი
- ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი
- მსახიობები: ა.მასვეტოვი, ნიკოლოზ კონოვალოვი, ალექსეი რიჟოვი, გ.მუშეღიანი, ვ. მირონოვი, ალექსანდრე ხვილია, მიხეილ გელოვანი
„ფიცი“, ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის ფილმია, მთავარ გმირს სტეფანე პეტროვს დიადი მისია აქვს, მან თანამემამულეთა სახელით მოსკოვში წერილი უნდა ჩაიტანოს ლენინთან. გზად მიმავალს კულაკები მოკლავენ. პეტროვის ნაცვლად მის დაწყებულ საქმეს მეუღლე ვარვარა გააგრძელებს, მაგრამ მალევე ლენინის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს. წითელ მოედანზე სტალინი ფიცს დებს, რომ ბელადის (ლენინის) საქმეს ღირსეულად გააგრძელებს.