დრაკულა

ფილმის აღწერა

  • წელი: 1958
  • ხანგრძლივობა: 82 წუთი
  • ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • ჟანრი: საშინელებათა
  • რეჟისორი: ტერენს ფიშერი
  • სცენარისტი: ჯიმი სანგსტერი
  • ოპერატორი: ჯეკ აშერი
  • მსახიობები: პიტერ ქაშინგი, მაიკლ გოუ, მელისა სტრიბლინგი, კრისტოფერ ლი

ჯონათან ჰარკერი დრაკულასთან, მისი უზარმაზარი ბიბლიოთეკის კატალოგის შექმნაზე იწყებს მუშაობას. სინამდვილეში, ის ვამპირი გრაფის მოკვლას აპირებს, თუმცა, დრაკულა დაასწრებს და ჰარკერი მორიგ მოსიარულე მკვდრად გადაიქცევა. დრაკულას ჰარკერის საცოლე, ლუსი ჰოლმვუდი მოეწონება და გოგოს გადარჩენას ჰარკერისს კოლეგა, პრროფესორი ვან ჰელსინგი გადაწყვეტს. ჰელსინგს უჭირს დაარწმუნოს ლუსის ძმა, არტური, რომ საფრთხე და ვამპირები ნამდვილად არსებობს, თუმცა, მალევე, არტურის მეუღლეც დრაკულას სამიზნე ხდება და არტურიც ვან ჰელსინგთან ერთად გრაფის ძებნას იწყებს.