ველოსიპედის გამტაცებლები

ფილმის აღწერა

  • წელი: 1948
  • ხანგრძლივობა: 89 წუთი
  • ქვეყანა: იტალია
  • ჟანრი: დრამა
  • რეჟისორი: ვიტორიო დე სიკა
  • პროდიუსერი: ჯუზეპე ამატო
  • სცენარისტი: ცეზარე ძავატინი
  • ოპერატორი: კარლო მონტუორი
  • მსახიობები: ლამბერტო მაჯიორანი, ენცო სტაიოლა

მოქმედება ვითარდება 1940-იანი წლების ომისშემდგომ იტალიაში. ანტონიო რიჩი, უმუშევარი, ორი შვილის მამა, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ საბოლოოდ პოულობს სამუშაოს. რისთვისაც მას ველოსიპედი სჭირდება. „არა ველოსიპედი, არც სამსახური“, ეუბნება მას შრომის ბირჟის თანამშრომელი. მუშაობის პირველივე დღეს, მას ველოსიპედს მოპარავენ. ანტონიო თავის მცირეწლოვან შვილ ბრუნოსთან ერთად იწყებს უიმედო ძიებას. მაყურებელი მამა-შვილის თვალით ხედავს რომს: მდიდარ და ღარიბ უბნებს, სავსე წინააღმდეგობებით. სწორედ ძიება წარმოადგენს ფილმის მთავარ სიუჟეტს.