ლამაზი სოფელი, ლამაზად იწვის

ფილმის აღწერა

  • წელი: 1996
  • ხანგრძლივობა: 129 წუთი
  • ქვეყანა: სერბეთი
  • ჟანრი: მხატვრული ფილმი
  • რეჟისორი: სრჯან დრაგოევიჩი
  • სცენარისტი: ნიკოლა პეიაკოვიჩი / სრჯან დრაგოევიჩი / ვანია ბულიჩი
  • ოპერატორი: დუშან იოქსიმოვიჩი
  • მსახიობები: დრაგან ბჟელოგრლიჩი, ნიკოლა კოჯო, ზორან ცვიანოვიჩი

მილანი, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი, საავადმყოფოს საწოლში წევს და იხსენებს იმ ათდღიან ჯოჯოხეთს, რომელიც გამოიარა მისმა ოცეულმა და თავად მან, როდესაც უკაცრიელ გვირაბში იყვნენ ჩარჩენილები. ომის სცენების პარალელურად მასში იღვიძებს ნოსტალგიური მოგონებები მის მუსულმან მეგობარ ჰალილთან დაკავშირებით. ომის დროს მილანი და ჰალიჰი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს - ერთი გვირაბის შიგნით, მეორე მის ზემოთ. მარადიული მეგობრობის ფიცი ბოსნიის ომმა ტალახში ამოსვარა და შეურაცხყო.