ჩემი ბებია

ფილმის აღწერა

  • წელი: 1929
  • ხანგრძლივობა: 67 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • ჟანრი: მხატვრული/სატირული კომედია
  • რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე
  • მხატვარი: ირაკლი გამრეკელი
  • სცენარისტი: გიორგი მდივანი, კოტე მოქაბერიძე
  • ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი, ვლადიმერ პოზნანი
  • მსახიობები: ალექსანდრე თაყაიშვილი, ბელა ჩერნოვა, ე. ოვანოვი, აკაკი ხორავა, მიხეილ აბესაძე, კონსტანტინე ლავრეცკი, შალვა გედევანიშვილი, შალვა ხუსკივაძე

ქართული კინოავანგარდი „ჩემი ბებია“ სატირული ფილმია. „ბებია“ ნიშნავდა ადამიანს, რომელიც საკუთარ თანამდებობას ახლობლების საკეთილდღეოდ იყენებდა. ფილმის მთავარ გმირს სამსახურიდან ითხოვენ. ახალი სამუშაო ადგილის ძებნისას ის აცნობიერებს, რომ მფარველის გარეშე ვერაფერს გახდება. „სარეკომენდაციო წერილზე“ დამოკიდებულია არამხოლოდ მისი, არამედ ოჯახის ბედიც.

ვიდეო გაკვეთილი