ქრისტინე

ფილმის აღწერა

  • წელი: 1917
  • ხანგრძლივობა: 50 წუთი
  • ქვეყანა: საქართველო
  • ჟანრი: მხატვრული
  • რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
  • სცენარისტი: ალექსანდრე წუწუნავა
  • ოპერატორი: ალექსანდრე შუგერმანი, ალექსანდრე დიღმელოვი
  • მსახიობები: ანტონინა აბელიშვილი, გიორგი ფრონისპირელი, ვასილ არაბიძე, სოფიო ყიფშიზე, მარგარიტა გოგოლაშვილი, ცეცილია წუწუნავა

პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“  ასახულია, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრები, რევოლუციამდელი გლეხი ქალის ჩაგრული ყოფა: ღარიბ ქრისტინეს აზნაური იასონი შეაცდენს, ოჯახის წევრების შეურაცხყოფისგან სასოწარკვეთილი, სიყვარულში იმედგაცრუებული და დამცირებული გოგონა თვითმკვლელობას გადაწყვეტს, თუმცა ამაშიც „არ უმართლებს“ და თანასოფლელები გადარჩენას მოახერხებენ. ქრისტინე სოფელში ტოვებს ახალშობილ ჩვილს და ახალი ცხოვრების დაწყების იმედით დედაქალაქში ჩამოდის. ის საროსკიპოში აგრძელებს ცხოვრებას,საბოლოოდ ახალგაზრდა  ქალი ავადმყოფობასა და გაჭირვებაში იღუპება.